"პირველ რიგში, სტადიონზე შექმნილი საოცარი ატმოსფეროს აღნიშვნა მსურს. სტადიონი უნიკალურია.
პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, კორექტივები შევიტანეთ და დღეს უკეთ ვითამაშეთ. ჩვენთვის სიურპრიზი არ ყოფილა "რუბინის" დაცვითი თამაში. 80 წუთი კარგად ვითამაშეთ და გოლიც დამსახურებულად გავიტანეთ.
ბოლო წუთებში სათამაშო რიტმი დავკარგეთ, რითაც "რუბინმა" სარგებლობა სცადა. ეს არ იყო მარტივი, მაგრამ ასეთ პირობებში მატჩის მოგება უნდა ვისწავლოთ.
საბოლოოდ, გავიმარჯვეთ და
რაც შეეხება გოლის ავტორ აიბს, ის დიდი ტალანტია. აიბი სწრაფია, ძლიერია და, რაც მთავარია, განვითარების სწორ გზაზე დგას", - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.