ოქტომბრის საუკეთესოები: ვარდის პირველი და ვენგერის მე-15

AutoSharing Option
რა გასაკვირია, რომ ჯეიმი ვარდი პრემიერლიგის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

28 წლის ინგლისელ თავდამსხმელს 12 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში დამაჯერებლად ლიდერობს. მას ზედიზედ 9 ტურია გააქვს, რაც პრემიერლიგის ისტორიაში ერთი სეზონის განმავლობაში აქამდე არავის მოეხერხებინა.

რუდ ვან ნისტელროის მიჯრით 10 ტურში კი გაჰქონდა, მაგრამ ჰოლანდიელმა ორი სეზონის თამაშები გადააბა ერთმანეთს. ოქტომბერში ვარდიმ 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

საუკეთესო მწვრთნელად კი არსენ ვენგერი დასახელდა. მისი მთავარი კონკურენტი ვარდის დამრიგებელი კლაუდიო რანიერი გახლდათ. იტალიელის "მელიებმა" ოქტომბერში 3 მოგება და
1 ფრე შემოგვთავაზეს.

აი, ვენგერმა კი 4-დან 4 მოიგო და მისი "მეთოფეები" ჩემპიონატის თანალიდერებიც არიან. თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში 66 წლის ფრანგი სპეციალისტი მეთხუთმეტედ სახელდება თვის მწვრთნელად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული