იურგენ კლოპის რჩეული "ლივერპულში" ჯეიმს მილნერია

AutoSharing Option
"ლივერპულის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა და "სიტიდან" დამატებულმა ჯეიმს მილნერმა ერთმანეთს მარტივად გაუგეს და სიმპათიით განეწყვნენ ერთურთის მიმართ.

გერმანელმა სპეციალისტმა 29 წლის ნახევარმცველს სრულყოფილი ფეხბურთელი უწოდა, ხოლო ახლა თავად მოთამაშემ აღნიშნა, რომ "კლოპოსგან" ბევრს ისწავლის, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ბიჭი აღარ არის:

"ყოველთვის შეიძლება რაღაც ახალი ისწავლო, როგორც 16, ასევე 29 და 35 წლის ასაკში. ეს ფეხბურთია და მწვრთნელს ნებისმიერი ჩვენგანისთვის რაღაც ახლისა და სასარგებლოს მიცემა შეუძლია. აშკარაა, რომ კლოპი "ლივერპულში" ახალი იდეებითა და ვარჯიშის სხვაგვარი მეთოდებით მოვიდა. იქნება
ისეთი რაღაცები, რასაც მისგან ვისწავლი.

მე ზრდას ვაგრძელებ და ვცდილობ, უფრო დავიხვეწო. გამიმართლა, რომ უკვე რამდენიმე ბრწყინვალე მწვრთნელთან ერთად ვმუშაობდი და ახლა იმედი მაქვს, რომ კლოპისგანაც ვისწავლი რამე განსხვავებულს და გუნდსაც დავეხმარები" - თქვა მილნერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული