გერმანელი სპეციალისტის თვალთახედვის არეში "ემპოლის" 23 წლის თავდამსხმელი რიკარდო საპონარაც მოხვდა და მერსისაიდელებმა უახლოეს მომავალში შესაძლოა, ტოსკანურ კლუბთან მოლაპარაკებები დაიწყონ.
გარდა ამისა, კლოპზე შთაბეჭდილება მოუხდენია მიმდინარე პრემიერლიგის ერთ-ერთ აღმოჩენას, "ვესტ ჰემში" იჯარის წესით მოთამაშე მანუელ ლანსინის.
"ენფილდზე" შესაძლო გადასვლის შესახებ კომენტარი უკვე თავად 22 წლის შემტევმაც გააკეთა და თქვა, ასეთი გუნდის ინტერესი ჩემთვის დიდი პატივიაო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული