"ლოს-ანჯელეს გალაქსის" ინგლისელი ნახევარმცველი სტივენ ჯერარდი ამერიკული MLS-ის შესვენების პერიოდში თავის ყოფილ გუნდში, "ლივერპულში" ივარჯიშებს.
ინფორმაციას ამის შესახებ ITV ავრცელებს.
"რამდენიმე კვირით "ლივერპულში" დავბრუნდები და იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით ვივარჯიშებ. მოუთმენლად ველი ამ დღეს. კლოპთან მუშაობა საინტერესო იქნება", - თქვა ჯერარდმა.