სანტი კასორლა ლონდონის "არსენალს" 3 თვით გამოაკლდა

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტურში "ნორვიჩის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიღებული ტრავმა ლონდონის "არსენალის" ესპანელი ნახევარმცველისთვის, სანტი კასორლასთვის სერიოზული გამოდგა.

ფეხბურთელმა ბოლო ტურში მუხლის ჯვარედინი მყესების დაზიანება მიიღო. სამედიცინო შემოწმების მიხედვით, ესპანელი ლონდონელებს დაახლოებით სამი თვით დააკლდება.

იმავე შეხვედრაში ტრავმა კიდევ ერთმა ლონდონელმა, ლორან კოშელნიმ მიიღო, რომლის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და პრემიერლიგის მომდევნო ტურში სათამაშოდ მზად იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული