ჯეიმი ვარდი პრემიერლიგის ნოემბრის საუკეთესოდ დასახელდა

AutoSharing Option
"ლესტერის" ფორვარდი ჯეიმი ვარდი ინგლისის პრემიერლიგის ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ინფორმაციას ამის შესახებ კლუბის ოფიციალური "ტვიტერი" ავრცელებს.

ინგლისელმა წინა თვეს ჩატარებულ ყველა შეხვედრაში თავი გოლებით გამოიჩინა და რუდ ვან ნისტელროის რეკორდიც დაამყარა - ზედიზედ 11 შეხვედრაში გაიტანა.

ამის გარდა, კლუბის მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. იტალიელის თავკაცობით, "ლესტერმა" ნოემბერში 2 გამარჯვება მოიპოვა, 1 შეხვედრა კი ფრედ დაასრულა.

15 ტურის შემდეგ "ლესტერი" 32 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული