ინფორმაციას ამის შესახებ კლუბის ოფიციალური "ტვიტერი" ავრცელებს.
ინგლისელმა წინა თვეს ჩატარებულ ყველა შეხვედრაში თავი გოლებით გამოიჩინა და რუდ ვან ნისტელროის რეკორდიც დაამყარა - ზედიზედ 11 შეხვედრაში გაიტანა.
ამის გარდა, კლუბის მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. იტალიელის თავკაცობით, "ლესტერმა" ნოემბერში 2 გამარჯვება მოიპოვა, 1 შეხვედრა კი ფრედ დაასრულა.
15 ტურის შემდეგ "ლესტერი" 32 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას.