უეინ რუნის ჩინეთში წლიურად 34,5 მილიონ ევროს სთავაზობენ

AutoSharing Option
ჩინურ სუპერლიგას მსოფლიო დონის ფეხბურთელის ყიდვა და ჩემპიონატის სახედ გახდომა სურს.

"შანხაი ტელეისი", რომელშიც სვენ-გორან ერიქსონი მუშაობს, "მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელ ფორვარდ უეინ რუნის 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, ინგლისელი კი წლიურად 34,5 მილიონ ევროს მიიღებს.

ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail-ი ავრცელებს.

რუნის კონტრაქტი "მანჩესტერ იუნაიტედთან" 2018 წლამდეა გათვლილი.

ჩინეთში ასევე ლონდონის "ჩელსის" კაპიტნის, ჯონ ტერის ხილვა სურთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული