"ლესტერის" გულშემატკივარმა ჯეიმი ვარდის ძეგლი მოითხოვა
AutoSharing Option
ინგლისური "ლესტერის" გულშემატკივარი სტადიონთან ახლოს მათი ფორვარდის, ჯეიმი ვარდის ძეგლის დადგმას მოითხოვს. გულშემატკივრებმა უკვე დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება.
ინფორმაციას ამის შესახებ The Sun-ი ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, თუ გულშემატკივარი 1000 ხელმოწერას მოაგროვებს, ძეგლის აშენებას 10,000 ფუნტი გამოეყოფა.
ამ დროისთვის პეტიციამ 1000-ზე მეტი ადამიანის ხელმოწერა მოაგროვა.