ხოსეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" ჩაიბარებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მცველმა მარტინ დემიკელისმა დაადასტურა, რომ ზაფხულში ინგლისურ გუნდს მიუნხენის "ბაიერნის" ამჟამინდელი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ჩაიბარებს.

ინფორმაციას ამის შესახებ beIN Sports-ი ავრცელებს.

"სიტის" ამჟამინდელი მწვრთნელი ჩილელი მანუელ პელეგრინია, გუნდი კი ინგლისის პრემიერლიგაში მესამე ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულებისთანავე გვარდიოლა "ბაიერნს" დატოვებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
პეპი სადაც არ უნდა მივიდეს კველგან პირველი იკნება..ასეა ეს
kobra
10:42 23-12-2015
0
ფილუმენა მარტურანო-ს. სიტყვა "ქარაქუცა" ნიშნავს მერყევს, ორპირს, უქნარას და შესაბამისად ითქმის ფიზიკურ პირზე და არა რომელიმე გუნდზე, კომპანიაზე და ა.ს. ასე, რომ მაგრად ტეხავს, როცა არ იცი, რა კონტექსტში გამოიყენო ესა თუ ის სიტყვა. "სისტი" კი მართლაც დიდებული გუნდია, დიდებული ფინანსური უზრუნველყოფით. ასე, რომ ხოსეპმა იცის სადაც მიდის.
კოზირა
18:28 22-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული