ხოსეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიში" ნეიმარის გადაბირებას შეეცდება

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას, რომელიც ბრიტანული მედიის ინფორმაციით შემდეგ სეზონში "მანჩესტერ სიტის" ჩაიბარებს, ინგლისურ გუნდში კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდ ნეიმარის ხილვა სურს.

ინფორმაციას ამის შესახებ El Mundo Deportivo ავრცელებს.

გვარდიოლა "სიტის" შემტევითი პოტენციალის გაძლიერებას გეგმავს, სწორედ ამიტომაც სურს ვასკვლავების შეძენა. ერთ-ერთი მათგანი 23 წლის ბრაზილიელია.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენელებმა გვარდიოლას წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება უკვე გააკეთეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მანჩესტერს კი არა, არამედ ქართულ კლუბებს უგულშემატკივრეთ.
საბერძნეთი
14:18 26-12-2015
0

სიახლეები პოპულარული