sport.es: "მანჩესტერ სიტი" მზადაა მესის წელიწადში 27 მილიონი ევრო გადაუხადოს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტი" მზადაა, "ბარსელონას" ფორვარდ ლიონელ მესის კონტრაქტი შესთავაზოს, რომლის მიხედვით, არგენტინელი ფეხბურთელი წელიწადში ხელფასის სახით 27 მილიონ ევროს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა sport.es ავრცელებს.

წყაროს ცნობით, შეთავაზებას მწვანე შუქი "სიტის" მფლობელმა შეიხმა მანსურმა აუნთო.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ქალაქელები" "ბარსელონასთან" კონტაქტში მანამდე არ შევლენ, სანამ 28 წლის ფეხბურთელისგან არ მიიღებენ თანხმობას.

ამავე დროს, "ბარსელონა" დარწმუნებულია, რომ მესი კლუბს არ დატოვებს.

მიმდინარე ხელშეკრულებით, მესი წელიწადში 20 მილიონ ევროს იღებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული