როგორც SUN წერს, ინგლისური კლუბი მზად არის, 28 წლის არგენტინელში 120 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს, თავად ფეხბურთელს კი კვირაში 800 ათასი ფუნტის ოდენობის ხელფასი დაუნიშნოს. ამ თანხაში არ შედის სხვადასხვა ბონუსი.
მესის მოქმედი კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2018 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამ ხელშეკრულების თანახმად, ლეო კვირაში 500 ათას ფუნტს იღებს.
SUN-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" შეიძლება შეელიოს არგენტინელს და აქცენტი ნეიმარზე გააკეთოს, რომელთანაც ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალ კონტრაქტზე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"