"ლივერპული" იჯარიდან ორ ფეხბურთელს იბრუნებს

AutoSharing Option
"ლივერპულმა" გადაწყვიტა, იჯარით გაშვებული ფეხბურთელებიდან რამდენიმე დაიბრუნოს.

მერსისაიდელთა რიგებში დაბრუნდება "ასტონ ვილას" მცველი ტიაგო ოლორი. 22 წლის პორტუგალიელს ბირმინგემურ გუნდში სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია.

გარდა ამისა, "ლივერპული" "ვულვერჰემპტონის" 18 წლის ფორვარდს, შეი ოჯოსაც დაიბრუნებს, რომელმაც აგვისტოს მერე 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ამ ხნის განმავლობაში მან სამი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.

იჯარიდან ფეხბურთელების დაბრუნება იმით არის განპირობებული, რომ იურგენ კლოპის გუნდში ბევრმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო.

მომზადებულია liverpoolfc.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული