"ლივერპულს" ტრავმის გამო უკვე მე-12 ფეხბურთელი დააკლდა

AutoSharing Option
"ლივერპულის" ნახევარმცველი ჯორდონ აიბი გუნდის მე-12 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ტრავმა მიიღო.

აიბი "ლივერპულს" "ექსეტერთან" ინგლისის თასზე ვერ დაეხმარება, ხოლო მისი გამოჯანმრთელების ვადა უცნობია.

"ლივერპული" ტრავმიანობის გამო გუნდს იჯარაში გაშვებული ფეხბურთელების დაბრუნებით ავსებს.

მერსისაიდელებმა უკვე დაიბრუნეს შეინ ოჯო, რაიან კენტი, კევინ სტიუარტი და ტიაგო ოლორი.

მომზადებულია skysports.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული