როგორც Sport Italia იტყობინება, მერსესაიდულმა "ლივერპულმა" პატოს ტრანსფერი უკვე შეათანხმა და ბრაზილიელი კლუბს რამდენიმე დღეში შეუერთდება. 26 წლის ბრაზილიელი მერსესაიდელებს 15 მილიონი ევრო დაუჯდათ.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელის შეძენით ასევე "მანჩესტერ იუნაიტედი", ლონდონის "ჩელსი" და "ტოტენჰემი" იყვნენ დაინტერესებულები, მაგრამ თავად ფეხბურთელმა "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპთან მუშაობა არჩია.