ინფორმაციას ამის შესახებ Sport Mediaset-ი ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, მათ ამის შესახებ გუნდის ხელმძღვანელობამ აცნობა, რომლის გეგმებშიც ფეხბურთელის გაყიდვა არ შედის.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის მცველის შეძენის ინიციატორი მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპია, რომელიც აქამდე "ბორუსიას" წვრთნიდა.
გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში სუბოტიჩმა მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაატარა.