ინგლისის თასი. 1/32-ფინალი. "ლივერპულმა" "ექსეტერი" მეორე ჯერზე დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 20 იანვარს, ინგლისის თასის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა.

მერსისაიდული "ლივერპული", რომელმაც პირველ შეხვედრაში "ექსეტერი" ვერ დაამარცხა (2:2), მეტოქეს ამჯერად მარტივად გაუმკლავდა - 3:0.

შეხვედრის მეათე წუთზე "ლივერპული" წინ ჯო ალენმა გაიყვანა, 74-ე წუთზე შეი ოჯომ სხვაობა ორამდე გაზარდა, თამაშის დასრულებამდე 8 წუთით ადრე კი საბოლოო ანგარიში ჟოაო ტეიშეირამ დააფიქსირა.

თავისი შეხვედრა მოიგო ლონდონურმა "ტოტენჰემმაც", რომელმაც "ლივერპულის" მსგავსად, პირველი შეხვედრა ფრედ, 2-2 დაასრულა. ლონდონელებმა სონ ხიუნ მინისა და ნასერ შალდის მიერ გატანილი გოლების მეშვეობით სტუმრად "ლესტერი" დაამარცხეს.

1/16-ფინლის საგზური მოიპოვეს "ბოლტონმა" და
"რიდინგმაც".

ინგლისი. თასი.

ლივერპული-ექსეტერი 3:0
გოლები: 1:0 ჯო ალენი (10), 2:0 შეი ოჯო (74), ჟოაო ტეიშეირა (82).

ლესტერი-ტოტენჰემი 0:2
გოლები: 0:1 სონ ხიუნ მინი (39), 0:2 ნასერ შალდი (66).

რიდინგი-ჰადერსფილდი 5:2

გოლები: 0:1 ჯეიმი პეტერსონი (9), 0:2 ტომ სმიტი (15), 1:2 ლუკას პიაზონი, 2:2, 3:2, 4:2 მატეი ვიდრა (57, 61, 90), 5:2 ალეხ ფერნანდესი (90).

ბოლტონი-ისტლი 3:2
გოლები: 0:1 ჯო პარტინგტონი (11), 1:1 გარი მადინი (39), 2:1 დეან მოქსეი (43), 2:2 კაიდ მუჰამედი (45), 3:2 დარენ პრატლეი (58).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული