პრემიერლიგაში "საუთჰემპტონთან" (0:1) საშინაო მარცხის შემდეგ "წითელი ეშმაკების" ვიცე-პრეზიდენტი ედ ვუდვორდი გუნდის წამყვან ფეხბურთელებს ესაუბრა მწვრთნელის მუშაობის მეთოდებზე და მიიღო დასკვნა, რომ მწვრთნელს ფეხბურთელების მხარდაჭერა არ გააჩნია, - იტყობინება Daily Mail-ი.
გამოცემის ცნობით, ვუდვორდი ვან გაალის გაშვების საკითხს განიხილავს და მისი მოვალეობის შემსრულებლად ვან გაალის თანაშემწეს, რაიან გიგზს სეზონის ბოლომდე განიხილავს.
თუმცა თავად გიგზს გასულ წელს შექმნილი სიტუაციის გამეორება არ სურს, როცა ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე დევიდ
გიგზი მზადაა, "იუნაიტედის" მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნოს და ხელმძღვანელობისგან მხარდაჭერას ელის.