რაიან გიგზმა შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედს" სეზონის ბოლომდე უთავკაცოს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი შესაძლოა თანამდებობას უახლოეს მომავალში დაემშვიდობოს.

პრემიერლიგაში "საუთჰემპტონთან" (0:1) საშინაო მარცხის შემდეგ "წითელი ეშმაკების" ვიცე-პრეზიდენტი ედ ვუდვორდი გუნდის წამყვან ფეხბურთელებს ესაუბრა მწვრთნელის მუშაობის მეთოდებზე და მიიღო დასკვნა, რომ მწვრთნელს ფეხბურთელების მხარდაჭერა არ გააჩნია, - იტყობინება Daily Mail-ი.

გამოცემის ცნობით, ვუდვორდი ვან გაალის გაშვების საკითხს განიხილავს და მისი მოვალეობის შემსრულებლად ვან გაალის თანაშემწეს, რაიან გიგზს სეზონის ბოლომდე განიხილავს.

თუმცა თავად გიგზს გასულ წელს შექმნილი სიტუაციის გამეორება არ სურს, როცა ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე დევიდ
მოიესი მოხსნეს, ხოლო ის მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს.

გიგზი მზადაა, "იუნაიტედის" მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნოს და ხელმძღვანელობისგან მხარდაჭერას ელის.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩემი ოცნება ახდება რაიანი რომ მთავარ მწვრთნელად დანიშნონ...არავინ იცის იმაზე კარგად იუნაიტედის სუნთქვა როგორც გიგზმა...ბოლოს და ბოლოს 22 წელიწადი უსმენა სერ ალექს ფერგუსონს გასახდელში და ამაზე მეტი გამოცდილება ან სამწვრთნელო ლიცენზია საჭირო არაა...მოაშორეთ ლუის გან ავალი სასწრაფოდ !!!
C C C P ...
01:12 26-01-2016
0

01:14 26-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული