პრემიერლიგა. XXIII ტურის ფაქტები და ციფრები: ვარდის შიმშილობის დასასრული

AutoSharing Option
* სტივენ ნეისმიტს პრემიერლიგაში თავისი პირველი გოლი როგორც "ევერტონის", ასევე "ნორვიჩის" მაისურით, "ლივერპულის" კარში აქვს გატანილი.

* 2016 წელს ჩატარებულ ოთხივე პრემიერლიგურ მატჩში "ლივერპულმა" გოლი მეტოქის პირველივე ზუსტი დარტყმისას გაუშვა.

* მხოლოდ მესამედ მოხდა, როდესაც "ლივერპულმა" პრემიერლიგაში საგარე მატჩი ორბურთიანი ჩამორჩენის მერე მოიგო - 2004 წლის ოქტომბერში "ფულემთან" და 2008 წლის ოქტომბერში "სიტისთან" გამარჯვებების შემდეგ.

* ოდიონ იგალოს უკანასკნელ 7 საშინაო შეხვედრაში ამდენივე გოლი უგროვდება.

* ტროი დინიმ იგალოს 6-ჯერ უპასა საგოლედ. ამ სეზონში არც ერთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია ამაზე
მეტი საგოლე გადაცემა კონკრეტულად ერთი თანაგუნდელისთვის.

* ამ სეზონში პირველად მოხდა ისე, რომ "უოტფორდმა" საშინაო მატჩში გოლი გაუშვა და არ წააგო.

* პატრიკ ვან ანჰოლტი "სანდერლენდის" პირველი მცველია, რომელმაც პრმეიერლიგაში ზედიზედ ორ ტურში გაიტანა.

* წინა სეზონის დაწყებიდან აქამდე ინგლისის პირველ ოთხ დივიზიონში მხოლოდ სერხიო აგუეროს (36) და დერილ მერფის (35) აქვთ გატანილი უფრო მეტი გოლი, ვიდრე ბენიკ აფობეს (34).

* "საუთჰემპტონმა" 1969 წლის მერე პირველად მოახერხა მიყოლებით ორ სეზონში "მანჩესტერთან" გასვლაზე გამარჯვების მოპოვება.

* ჯეიმი ვარდის 10 საათისა და 17 წუთის განმავლობაში აღარ გაეტანა გოლი.

* დენი დრინკვოტერს ოთხივე საგოლე პასი ვარდიზე აქვს გაკეთებული.

* "ლესტერს" ბოლო 14 საშინაო მატჩიდან 9 მოგებული აქვს, 4 ფრედ დასრულებული და ოდენ 1 წაგებული.

* "ტოტენჰემი" 11 საგარეო მატჩია, არ დამარცხებულა.

* "დეზებს" 14 ქულა აქვთ მოპოვებული ისეთ მატჩებში, რომლებსაც აგებდნენ. ეს საუკეთესო მაჩვენებელია.

* სერხიო აგუეროს "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ 8 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ შეხვედრებში ამდენივე გოლში მიიღო მონაწილეობა - 6 გაიტანა, 2 გაატანინა.

* მიმდინარე ჩემპიონატში "სიტის" სასარგებლოდ დანიშნული 4-ივე პენალტი სხვადასხვა ფეხბურთელმა შეასრულა - იაია ტურემ, ბონიმ, კოლაროვმა და აგუერომ.

* აუტების დახმარებით "ვესტ ჰემს" ამ სეზონში ყველაზე მეტი 3 გოლი აქვს შეგდებული.

* აგუერომ თავისი 89-ე და 90-ე გოლები პრემიერლიგაში ჩატარებულ 136-ე მატჩში გაიტანა. ზუსტად იგივე შედეგი ჰქონდა რუუდ ვან ნისტელროის. უფრო სწრაფად, უფრო ცოტა მატჩში 90-გოლიან ნიშნულს მარტოდენ ალან შირერმა უწია, მას ამისთვის 113 შეხვედრა ეყო.

* ჩემპიონატის ეგიდით გამართული მატჩი "სუონსიმ" "ევერტონს" ისტორიაში პირველად მოუგო 8 ფრედ დასრულებული და 13 წაგებული თამაშის მერე.

* "გუდისონ პარკზე" ამ სეზონში 46 გოლია გასული, რაც ყველაზე მეტია.

* 2013 წლის აგვისტოდან დღემდე პრემიერლიგაში ყველაზე მეტი პენალტი "ევერტონის" მეკარეს ტიმ ჰოვარდსა და "საუთჰემპტონის" მცველს ჟოზე ფონტეს აქვთ აკიდებული - 5-5.

* მიქაელ ლაუდროპისა და გარი მონკის დარად, ფრანჩესკო გვიდოლინმა "სონსის" თავკაცის რანგში პირველი მატჩის მოგება შეძლო.

* "არსენალს" 7 მატჩია "ჩელსისთვის" პრემიერლიგაში გოლი არ გაუიტანია - 9 საათი და 32 წუთი. "მეთოფეებს" 9 მატჩია არ დაუმარცხებია "ლურჯები" (3 ფრე, 6 წაგება).

* "არსენალს" ყველაზე მეტი (7) წითელი ბარათი "ჩელსისთან" შეხვედრებისას აქვს მიღებული.

* დიეგო კოშტას გუს ჰიდინკის მისვლის მერე, 6 მატჩში 6 გოლი გამოუვიდა.

* ამ სეზონში "ჩელსიმ" პირველას მოახერხა საგარეო გამარჯვებების მიყოლება.

* ამჟამად პრემიერლიგაში ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია სწორედ "ლურჯებს" აქვთ - 3 მოგება, 4 ფრე.

* 2012 წლის აგვისტოს მერე პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც "არსენალმა" პრემიერლიგაში მიჯრით ორ ტურში გოლი ვერ გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული