ამის შესახებ El Mundo Deportivo იუწყება.
"ლესტერის" მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი მიიჩნევს, რომ 35 წლის ფეხბურთელს შეუძლია, მისი გუნდისთვის სასარგებლო იყოს, თუმცა თავად რონალდინიოს სხვა გეგმები აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელს თავისი პროფესიული კარიერის გაგრძელება ერთ-ერთ ჩინურ კლუბში სურს, საიდანაც გაცილებით მომხიბვლელი წინადადება აქვს.
ამ დროისთვის "ლესტერ სიტი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს 50 ქულით ლიდერობს.