გუშინ, 22 თებერვალს, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, რომის "ლაციოს" პრეზიდენტმა
კლაუდიო ლოტიტომ განაცხადა, რომ მან უკვე გაყიდა
ფელიპე ანდერსონი "მანჩესტერ იუნაიტედში". თითქოს, ტრანსფერის ღირებულება 60 მილიონი ევროა.
ბრაზილიელის ტრანსფერი მოგვიანებით "ლაციომ" ოფიციალურად უარყო.
22 წლის ანდერსონს რომაულ გუნდში 91 მატჩში 19 გოლი აქვს გატანილი და 17 საგოლე პასი გაკეთებული.