იტალიური პრესა: ანტონიო კონტე ევრო 2016-ის შემდეგ "ჩელსის" მწვრთნელი გახდება

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტის"ინფორმაციით, ანტონიო კონტემ ლონდონის "ჩელსისთან" წინასწარ შეთანხმებას მიაღწია და 46 წლის სპეციალისტი "ლურჯებს" ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე ჩაიბარებს.

კონტე ამჟამად იტალიის ნაკრებს თავკაცობს და ფედერაციასთან მოქმედი შეთანხმება სწორედ ევრო 2016-ის დასრულებისას უმთავრდება. ალბათ, ისიც გახსოვთ, რომ სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაძლია "იუვენტუსმა" კრიზისული წლები და ზედიზედ სამჯერ მოიგო სერია A.

კანდიდატებად "იუვეს" ამჟამინდელი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი და მადრიდის "ატლეტიკოს" დამრიგებელი დიეგო სიმეონეც სახელდებიან, მაგრამ ამბობენ, რომან აბრამოვიჩმა თითი საბოლოოდ კონტეს დაადოო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული