ჯანი ინფანტინოს გამარჯვებამ ინგლისს 2030 წლის მუნდიალის მასპინძლობის სურვილი აღუძრა

AutoSharing Option
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის (FA) ხელმძღვანელმა გრეგ დაიკმა ჯანი ინფანტინოს ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ახლა ინგლისს შეეძლება მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებისთვის ბრძოლა.

"ფიფა კორუმპირებული ორგანიზაცია იყო დიდი ხნის განმავლობაში იყო. ინფანტინოს კი დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწევს. თუმცა ახლა გვაქვს რეფორმების პროგრამა და გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც შეგვიძლია ვენდოთ.

ბლატერთან საქმის დაჭერა შეუძლებელი იყო, მაგრამ ახლა გამოიდარა. შევეცდებით, რომელიმე ტურნირის მასპინძლობის უფლება მოვიპოვოთ. 2026 წლის მუნდიალი სამხრეთ ამერიკაში უნდა ჩატარდეს, აი, 2030 წლის მსოფლიოს ჩემიონატისთვის კი, შესაძლოა,
ვიბრძოლოთ", - აქვეყნებს დაიკის ნათქვამს Sky Sports.

შეგახსენებთ, რომ უეფას ყოფილი გენ-მდივანი ჯანი ინფანტინო მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს თავკაცად 26 თებერვალს, ფიფას კონგრესზე აირჩიეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული