ლონდონის "არსენალს" პეტრ ჩეხი და ლორან კოშიელნი გამოაკლდნენ

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მეკარე პეტრ ჩეხი გუნდს 3-4 კვირით გამოაკლდება. ფეხბურთელმა კუნთის დაზიანება მიიღო.

ამის შესახებ პრემიერლიგის 29-ე ტურის წინასამატჩო პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა.

ფრანგი სპეციალისტის თქმით, "ტოტენჰემთან" შეხვედრაში, ჩეხის გარდა, გუნდს ასევე ლორან კოშიელნიც ვერ დაეხმარება, თუმცა, ჩეხისგან განსხვავებით, კოშიელნის ტრავმა სერიოზული არ არის და ის მხოლოდ ერთ შეხვედრას გამოტოვებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული