ინფორმაციას ამის შესახებ The Sun-ი ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, ლონდონელები "ევერტონთან" ლუკაკუს დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს 2016 წლის ზაფხულში დაიწყებენ. "ჩელსის" ხელმძღვანელობა მზადაა, ბელგიელში 72 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ფორვარდით ასევე მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული. პრემიერლიგის მორიგ ტურში, "ევერტონისა" და "ასტონ ვილას" შორის გასამართ შეხვედრაზე, მიუნხენელები თავიანთი წარმომადგენლის გაშვებას გეგმავენ, რათა ამ უკანასკნელმა ლუკაკუს დახასიათება დაწეროს.