რომელუ ლუკაკუ ლონდონის "ჩელსიში" ბრუნდება?

AutoSharing Option
"ევერტონის" ბელგიელი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლონდონის "ჩელსიში" დაბრუნდეს.

ინფორმაციას ამის შესახებ The Sun-ი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ლონდონელები "ევერტონთან" ლუკაკუს დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს 2016 წლის ზაფხულში დაიწყებენ. "ჩელსის" ხელმძღვანელობა მზადაა, ბელგიელში 72 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ფორვარდით ასევე მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული. პრემიერლიგის მორიგ ტურში, "ევერტონისა" და "ასტონ ვილას" შორის გასამართ შეხვედრაზე, მიუნხენელები თავიანთი წარმომადგენლის გაშვებას გეგმავენ, რათა ამ უკანასკნელმა ლუკაკუს დახასიათება დაწეროს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული