ინგლისის პრემიერლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად მეკარე დასახელდა

AutoSharing Option
"საუთჰემპტონის" მეკარე ფრეიზერ ფორსტერი ინგლისის პრემიერლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

გასულ თვეში 28 წლის მეკარემ სამ შეხვედრაში: "არსენალთან" (0:0), ვესტ ჰემთან" (1:0) და "სუონსისთან" (1:0) კარი მშრალად შეინახა.

თებერვლის საუკეთესო მწვრთნელად კი ლონდონის "ტოტენჰემის"თავკაცი მაურისიო პოჩეტინო დასახელდა.

Sportall.Ge

მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ოთხივე მატჩი მოიგო: "ნორვიჩთან" (3:0), "უოტფორდთან" (1:0), "მანჩესტერ სიტისთან" (2:1) და "სუონსისთან" (2:1).

29 ტურის შემდეგ "ტოტენჰემი" პრემიერლიგაში მეორე ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული