როგორც The Telegraph-ი იტყობინება, ფრანგს არ სურს გულშემატკივართა უკმაყოფილების მიზეზად ყოფნა, რომლებიც მას ბოლო პერიოდში აკრიტიკებენ.
ლონდონური გუნდის ხელმძღვანელობა ბოლომდე ენდობა ვენგერს და უახლოეს პერიოდში ახალი კონტრაქტის შეთავაზებასაც გეგმავს, მაგრამ თუ გულშემატკივრებმა მწვრთნელის შეცვლა ისურვეს, ვენგერი მზადაა, დატოვოს კლუბი და მწვრთნელის თანამდებობა სხვას დაუთმოს.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი სპეციალისტი "არსენალს" 1996 წლიდან თავკაცობს და ამ ხნის პერიოდში 15 ტიტული მოიგო. ვენგერის მოქმედი კონტრაქტი გუნდთან 2017 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.