"სანდერლენდის" ფეხბურთელს, ადამ ჯონსონს 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

AutoSharing Option
"სანდერლენდის" ვარსკვლავი ადამ ჯონსონი არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში ამხილეს. მას ბრალი დაუმტკიცდა და 28 წლის ფეხბურთელს ექვსწლიანი პატიმრობა ემუქრება.

სასამართლოზე დამტკიცდა, რომ ჯონსონმა კარგად იცოდა, რომ მისი პარტნიორი 15 წლის იყო. პროკურორმა მისთვის 10-წლიანი პატიმრობა მოითხოვა.

"სანდერლენდმა" ჯონსონთან კონტრაქტი თებერვალში გააუქმა, მას მერე, რაც ფეხბურთელმა ნაწილობრივ აღიარა ბრალი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული