მარიო გიოტცეს "ლივერპულში" გადასვლა სურს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" გერმანელ ნახევარმცველ მარიო გიოტცეს კარიერის გაგრძელება მერსესაიდულ "ლივერპულში" სურს.

აღნიშნულ ინფორმაციას Daily Star-ი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელს კვლავ სურს "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპთან ერთად მუშაობა, ამიტომ არჩევანს სწორედ მერსესაიდელებზე აკეთებს. შეგახსენებთ, რომ კლოპი გიოცეს დორტმუნდის "ბორუსიაში" წვრთნიდა.

უახლოეს დღეებში ორივე კლუბის წარმომადგენელი ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს გამართავენ.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 შეხვედრაში გიოცეს ანგარიშზე 4 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული