როგორც Daily Star-ი იტყობინება, პატიმრობის პერიოდში ფეხბურთელი დამლაგებლად იმუშავებს. აღსანიშნავია, რომ "სანდერლენდში" ყოფნის პერიოდში ინგლისელი კვირაში 60 000 ფუნტს შოულობდა.
შეგახსენებთ, რომ "სანდერლენდის" ვარსკვლავი არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში ამხილეს. მას ბრალი დაუმტკიცდა და 28 წლის ფეხბურთელს ექვსწლიანი პატიმრობა მიესაჯა.