როგორც The Sun-ი იტყობინება, მერსისაიდული გუნდის ხელმძღვანელობა ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს და მზადაა, გუნდის ლეგენდარული ფეხბურთელი სამწვრთნელო შტაბში მიიღოს.
ჯერარდის კლუბში დაბრუნების მომხრეა "ლივერპულის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპიც, რომლის აზრითაც, ჯერარდი როგორც გუნდზე, ისე მწვრთნელებზე ძალიან დადებითად მოქმედებს.