მარტინ დემიკელისი სკანდალში გაეხვა

AutoSharing Option
ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია "მანჩესტერ სიტის" 35 წლის მცველს საფეხბურთო მატჩებზე ფსონების გაკეთებაში ამხელს, რაც მოქმედ ფეხბურთელებს აკრძალული აქვთ და დასჯადია.

როგორც ირკვევა, 2016 წლის 22 იანვრიდან 28 თებერვლამდე არგენტინელმა 12-ჯერ დაარღვია კანონი.

ბრალდებაზე პასუხის გაცემისა და თავის მართლების დრო დემიკელისს 5 აპრილამდე აქვს. მერე კი შესაბამისი ორგანოები ყველაფერს დეტალურად განიხილავენ, გადაწყვეტილებას მიიღებენ და განაჩენს გამოიტანენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული