ლონდონის "ჩელსის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იტალიის ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი
ანტონიო კონტე ინგლისურ კლუბს ჩაიბარებს.
იტალიელმა ლონდონელებთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ოფიციალური წყარო არ აქვეყნებს ხელფასის დეტალებს, მაგრამ, სავარაუდოდ, კონტე "ჩელსიში" 3 წლის მანძილზე 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.