როგორც ESPN-ი იტყობინება, პორტუგალიელი უკვე ფიქრობს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შესაძენ ფეხბურთელებზე, პარალელურად კი მისი წარმომადგენლები ინგლისურ კლუბთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს. კონკრეტულად, მოურინიოს აგენტი ჟორჟე მენდეში კლუბის ვიცე-პრეზიდენტ ედომ ვუდვორდს დიდი ხანია ეკონტაქტება.
წყაროს ინფორმაციით, მოურინიო "მანჩესტერში" ჰარი კეინის, ჯონ სტოუნზის, რენატუ სანშეშისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიყვანას გეგმავს.