"მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის თასის გათამაშების 1/2-ფინალში მაინც გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 აპრილს, ლონდონში, ინგლისის თასის გათამაშების 1/4-ფინალური შეხვედრის გადათამაშება შედგა, რომელშიც "ვესტ ჰემმა" შინ "მანჩესტერ იუნაიტედი" მიიღო.

ამ გუნდების პირველი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, ამჯერად კი გამარჯვება ლუი ვან გაალის გუნდს დარჩა - 2:1.

"აპტონ პარკზე" ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა. 54-ე წუთზე მარკუს რაშფორდმა სტუმრები დააწინაურა, 67-ეზე კი მარუან ფელაინიმ მანკუნიანელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა. დარჩენილ დროში ლონდონელებმა მხოლოდ ერთი ბურთი გაქვითეს - ჯეიმს ტომკინსმა 79-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სხვათა შორის, მატჩის მიწურულს, "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში მოედანზე ტრავმამოშუშებული უეინ
რუნი
გამოჩნდა.

ნახევარფინალში "მანჩესტერ იუნაიტედი" 23 აპრილს, "უემბლიზე" "ევერტონს" დაუპირისპირდება, მეორე წყვილში კი ფინალის საგზურისთვის "კრისტალ პალასი" და "უოტფორდი" იბრძოლებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული