"ფეხბურთელებს 2005 წლის ლიგის ფინალი გავახსენე და მისი გამეორება ვთხოვე"

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა დორტმუნდის "ბორუსიასთან" (4:3) ევროპის ლიგის 1/4-ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

- ევროპალიგა. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები: დიდი შემობრუნება [VIDEO]

"რთულია ახლა რამის თქმა და ახსნა. ეს დაუვიწყარი საღამო იყო "ენფილდზე". სიმართლე გითხრათ, უცნაური თამაში გამოვიდა.

იმ შემთხვევაში, თუ წავაგებდით და გამოვეთიშებოდით ტურნირს, არ გავბრაზდებოდი - ჩვენ ხასიათი უნდა გვეჩვენებინა და იმაზე მეტად გამოგვივიდა ეს, ვიდრე ვფიქრობდით.

ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მართალია, მე მაშინ არ ვიყავი, მაგრამ მათზე ოდნავ უფროსი ყოფილი "ლივერპულის" ფეხბურთელები, რომელთა უმეტესი ნაწილი
დღეს ტელევიზიაში ექსპერტად მუშაობს, ჩემპიონთა ლიგის ფინალს აგებდნენ 0:3, მაგრამ მათ ის შეხვედრა მოიგეს. უნდა ვცადოთ და გავიმეოროთ იგივე-მეთქი. და მათ ეს გააკეთეს!

ნებისმიერ გულშემატკივარს, რომელმაც მატჩს უყურა, თამამად შეუძლია თქვას: "OK, ფეხბურთი - ძალიან კარგი თამაშია".
მკითხველის კომენტარები / 1 /
me pieadad vityvi rom wuxel pexburtis tamashis yurebit vikaipe.esiyo tamashi,shou,brzola da rac mtavaria iyo pexburtis tamashi rasac samsuxarod ishviatad vxedavt....(P.S.kashia gapaseb rogorc pexburtels magram amaswintqvi shruzlebrlia 90 wuti windaukan sirbilio)turme aryopila sheuzlebeli tu tukacs ginda gerqavas pexburteli...
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული