ხავიერ პასტორე, შესაძლოა, ლონდონში გადაბარგდეს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ახალ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პსჟ-ის არგენტინელი ნახევარმცველის, ხავიერ პასტორეს შეძენა სურს.

როგორც Get France Football News-ი იტყობინება, ლონდონელებმა პარიზელებთან არგენტინელის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს, რომელიც სათამაშო პრაქტიკით უკმაყოფილოა და გუნდის დატოვებას აპირებს.

"ჩელსის" გარდა, პასტორეთი "მანჩესტერ სიტი", "ბარსელონა", ტურინის "იუვენტუსი" და მიუნხენის "ბაიერნი" ინტერესდებიან.

საფრანგეთის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში არგენტინელის ანგარიშზე 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული