ლონდონის "ტოტენჰემმა" "ლესტერთან" სხვაობა შეამცირა

AutoSharing Option
18 აპრილს ლონდონის "ტოტენჰემი" ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურის მატჩში "სტოკ სიტის" ესტუმრა და ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

შეხვედრაში ანგარიში ჰარი კეინმა მე-9 წუთზე გახსნა. 68-ე წუთზე კი "ტოტენჰემის" უპირატესობა ორამდე დელე ალიმ გაზარდა. სამ წუთში კი კეინმა დუბლი გაიფორმა. მას არ ჩამორჩა ალი, რომელმაც მეორე გოლი 82-ე წუთზე მიითვალა.

ამ გამარჯვების შემდეგ "დეზებს" 68 ქულა გაუხდათ. ლონდონელებმა ლიდერ "ლესტერთან" სხვაობა 5 ქულამდე შეამცირეს. შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს "ლესტერმა" შინ "ვესტ ჰემს" (2:2) ვერ მოუგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული