* "მელიებს" "ვესტ ჰემთან" მატჩში 2 ზუსტი დარტყმა ჰქონდათ და ორივე გაიტანეს.
* საინტერესოა, რომ "ვესტ ჰემს" საგარეო შეხვედრაში პირველი პენალტი დაუნიშნეს 2010 წლის ოქტომბრის მერე.
* ჯეიმი ვარდი გახდა "ლესტერის" მეორე ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც პრემიერლიგის მატჩში გაიტანა კიდეც და წითელი ბარათიც მიიღო. პირველად ასეთი რამ 1994 წელს "უიმბლდონთან" მატჩში დევიდ ლოუიმ მოახერხა.
* ვარდიმ მატჩის პირველი გოლი ამ სეზონში 11-ჯერ გაიტანა,
* ვარდის მიმდინარე პრემიერლიგაში ყველაზე მეტ გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული - 22 გოლი, 6 პასი.
* სერხიო აგუერო გახდა მესამე ფეხბურთელი, რომელსაც პრემიერლიგურ მატჩში "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსისთვის" ჰეთ თრიკი აქვს შესრულებული. პირველი ორი ნვანკვო კანუ და რობინ ვან პერსია.
* ტიბო კურტუა გახდა მე-6 მეკარე, რომელიც პრემიერლიგის სეზონში მეორედ გააძევეს.
* მხოლოდ "კრისტალ პალასს" აქვს მიმდინარე სეზონში ლონდონურ დერბებში უფრო ნაკლები (5) ქულა აღებული, ვიდრე "არსენალს" (7).
* "მეთოფებს" ამ ჩემპიონატში მხოლოდ ერთი დერბი აქვთ მოგებული. ასეთი ცუდი შედეგი გუნდს ბოლოს 1963/64 წლების სეზონში ჰქონდა.
* ემანუელ ადებაიორმა "არსენალის" წინააღმდეგ ბოლო 4 დაპირისპირებაში 4 გოლი შექმნა - 2 გოლი, 2 პასი.
* ალექსის სანჩესმა უკანასკნელ 6 პრემიერლიგურ მატჩში 7 გოლში მიიღო მონაწილეობა - 4 გაიტანა, 3-ჯერ თავისიანებს უპასა.
* დენი უელბეკმა ზედიზედ ორ ტურში საგოლე პასი კარიერაში პირველად გააკეთა.
* "ბორნმუთთან" გამარჯვების მერე, "ლივერპულს" ახლა უკვე 50 სხვადასხვა სტადიონზე აქვს პრემიერლიგაში მოგებული, რაც პრემიერლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია.
* რობერტო ფირმინო ბოლო 11 პრემიერლიგურ შეხვედრაში 12 გოლში ფიგურირებს - 8 გოლი, 4 პასი.
* ანდროს თაუნსენდმა "ნიუკასლის" (8 მატჩი) მაისურით უკვე იმდენი საგოლე პასი (2) გააკეთა, რამდენიც "ტოტენჰემთან" (50) ერთად.
* ჯერმინ დეფოს "სანდერლენდის" მაისურით 14 საგარეო მატჩი აქვს ჩატარებული ამ სეზონში და ვეტერანმა ამ თამაშებში 10 ბურთს მოუყარა თავი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"