The Telegraph: ჯეიმი ვარდი 2-მატჩიან დისკვალიფიკაციას მიიღებს
AutoSharing Option
როგორც The Telegraph-ი იტყობინება, პრემიერლიგის 34-ე ტურში "ვესტ ჰემთან" მიღებული წითელი ბარათის გამო "ლესტერის" ფორვარდი ჯეიმი ვარდი პრემიერლიგის უახლოეს ორ შეხვედრას გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურში მსაჯმა ვარდი მეტოქის საჯარიმოში სიმულაციის გამო გააძევა მოედნიდან.
"სუონსისთან" მომდევნო შეხვედრას ფორვარდი, ავტომატურად, გაძევების გამო გამოტოვებს, "მანჩესტერ იუნაიტედთან" კი - ასოციაციის გადაწყვეტილებით.