"მანჩესტერ სიტიმ" შინ "სტოკ სიტი" 4:0 გაანადგურა. პირველ ტაიმში გოლები ფერნანდომ და სერხიო აგუერომ გაიტანეს. ამ გოლით აგუერომ ბომბარდირთა დავაში ჯეიმი ვარდის გაუსწრო.
მეორე ნახევარში დუბლი შეასრულა ახალგაზრდა კელეჩი იჰეანაჩომ. ამ მოგებით "სიტიმ" "არსენალს" ქულით გადაუსწრო და მესამე ადგილზე გადავიდა.
მანუელ პელეგრინი (სიტი): "გრანდებმა უნდა შეძლონ რამდენიმე ტურნირზე კონცენტრირება. ჩვენს შემთხვევაში ეს პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგაა. "სტოკს" სატურნირო მდგომარეობა აღარაფერს ავალებს. ასეთ შემთხვევაში, პირველ გოლს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება".
"ლივერპული" 2:0-ს უგებდა "ნიუკასლს", მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 2:2 დაზავდა.
სიტი-სტოკი 4:0
გოლები: 1:0 ფერნანდო (35), 2:0 აგუერო (43-პენ), 3:0 იჰეანაჩო (64), 4:0 იჰეანაჩო (74)
ბორნმუთი-ჩელსი 1:4
გოლები: 0:1 პედრო (5), 0:2 აზარი (34), 1:2 ელფიკი (36), 1:3 ვილიანი (71), 1:4 აზარი (90)
ლივერპული-ნიუკასლი 2:2
გოლები: 1:0 სტარიჯი (2), 2:0 ლალანა (30), 2:1 პ. სისე (48), 2:2 კოლბეკი (66)
ასტონ ვილა-საუთჰემპტონი 2:4
გოლები: 0:1 ლონგი (15), 0:2 ტადიჩი (39), 1:2 ვესტვუდი (45), 1:3 ტადიჩი (71), 2:3 ვესტვუდი (85), 2:4 მანე (90)
კვირა. 24 აპრილი
სანდერლენდი-არსენალი 17:05
ლესტერი-სუონსი 19:15
ორშაბათი. 25 აპრილი
ტოტენჰემი-ვესტ ბრომვიჩი 23:00
1. ლესტერი - 73 ქულა; 2. ტოტენჰემი - 68; 3. სიტი - 64; 4. არსენალი - 63; 5. მანჩესტერი - 59.