ცნობილმა მსახიობმა და "ოსკარის" პრემიის მფლობელმა ტომ ჰენკსმა განაცხადა, რომ ინგლისის პრემიერლიგის დაწყებამდე 100 ფუნტი "ლესტერის" ჩემპიონობაზე დადო.
სეზონის სტარტამდე დიდ ბრიტანეთში კლაუდიო რანიერის გუნდის ჩემპიონობაზე კოეფიციენტი 5000 იყო.
გამომდინარე აქედან, ჰენკსი "ლესტერის" გამარჯვების შემთხვევაში 500 000 ფუნტს მოიგებს.
"იცით, რა ვქენი სეზონის დაწყებამდე? 100 ფუნტი "ლესტერის" ჩემპიონობაზე დავდე. არ გჯერათ? ეს თქვენი უფლებაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი.
ახლა უნდა მოძებნოთ ადამიანი, რომელმაც ამ გუნდზე 25 000 ფუნტი დადო, რადგან ის მილიონერი გახდება", - თქვა ჰენკსმა The Guardian-თან საუბარში.
15:05 26-04-2016
ტომ ჰენკსი: იცით, რა ვქენი სეზონის დაწყებამდე? 100 ფუნტი "ლესტერზე" დავდე
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული