"მელიები" სამეფო ტახტზე - ფეხბურთის გამარჯვება ფულზე

AutoSharing Option
"იტალიელი სპეციალისტის მაქსიმუმი იქნება, თუკი ის შეინარჩუნებს ადგილს პრემიერლიგაში"; "ლესტერ სიტი" სეზონის ბოლოს ჩემპიონშიფში აღმოჩნდება", - ასე ციტირებდა სეზონის დასაწყისში სხვადასხვა ბრიტანული სპორტული გამოცემა. უკმაყოფილო იყო "ლესტერის" გულშემატკივართა ნაწილიც, რომელიც გუნდის ხელმძღვანელობას აკრიტიკებდა პირსონის გუნდიდან გაშვებისა და კლაუდიო რანიერის მოყვანის გამო.

არავის ეგონა, ვერავინ იფიქრებდა, მაგრამ დღეს "ლესტერი" ინგლისის ჩემპიონია, "ლესტერმა" ინგლისურ ფეხბურთში ახალი ისტორია დაწერა. "მელიები" სამეფო ტახტზე ავიდნენ და ეს მაშინ, როდესაც მათი საერთო ღირებულება სეზონის დასაწყისში 100 მილიონსაც კი არ აღემატებოდა, მათი უშუალო მეტოქეების კი გაცილებით მეტი
იყო: "მან.სიტი" - 501 მლნ, "ჩელსი" - 495 მლნ, "არსენალი" - 440 მლნ, "მან.იუნაიტედი" - 415 მლნ, "ლივერპული" - 366 მლნ, "ტოტენჰემი" 312 მლნ.

ეს კი თანამედროვე ფეხბურთში გმირობაზე მეტია, ეს ფეხბურთის გამარჯვებაა ფულზე და მთელი მსოფლიოს ფეხბურთის გულშემატკივარი გახდა ამ ფაქტის მომსწრე.

Sportall.Ge

ეს ისტორია სამუდამოდ ჩაიწერება ოქროს ასოებით არა მარტო "ლესტერის", არამედ ევროპული ფეხბურთის ისტორიაში. გუნდმა, რომლის ყველაზე დიდი მიღწევა იყო თითქმის საუკუნის წინ (1928-29) მოპოვებული მეორე ადგილი ინგლისის ჩემპიონატში, დაამყარა არაერთი რეკორდი წლევანდელ სეზონში.


თუნდაც ის რად ღირს, რომ "მელიების" ალჟირელი შემტევი რიად მაჰრეზი დაასახელეს პრემიერლიგის წლის საუკეთესო მოთამაშედ. ის გახდა "ლესტერის" ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ეს პრიზი მიიღო.

ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნება ის ფაქტი, რომ ჯეიმი ვარდი, რომელიც 4 წლის წინ, 25 წლის ასაკში, ინგლისის ჩემპიონატის რანგით მეხუთე დივიზიონში გამოდიოდა და კიდევ უფრო ადრე შეფილდის ერთ-ერთ ქარხანაში მუშაობდა, დაამყარა არაერთი რეკორდი და დღეს ის ინგლისის ნაკრების ერთ-ერთ მთავარ დამრტყმელ ძალად ითვლება.

ეს ყველაფერი ფეხბურთის ფარგლებს სცდება და ზღაპარს უფრო ჰგავს.

"ლესტერის" მიერ ჩატარებული მთელი სეზონი ერთი დიდი ზღაპარია, სადაც ბოლოში "კეთილმა" გაიმარჯვა, "ბოროტად" კი "მელიებს", ალბათ, ჯონ მოსი მოევლინათ, რომელმაც "ვესტ ჰემთან" 34-ე ტურის მატჩში ჯეიმი ვარდი უსაფუძვლოდ გააძევა მოედნიდან.

ამას მოჰყვა ვარდის 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია, მაგრამ ზუსტად აქ მოხდა გარდატეხა, როდესაც საუკეთესო ბომბარდირის გარეშე დარჩენილმა "ლესტერმა" 35-ე ტურის მატში "სოუნსი" ანგარიშით 4:0 გაანადგურა და ამით ყველას დაანახა, რომ მისი მთავარი ძალა გუნდის ერთიანობა იყო.

რამდენიმე ტურის წინ "ლესტერის" დამრიგებელმა და ასევე უპირობო გმირმა კლაუდიო რანიერიმ თქვა, რომ გუნდი ახალ სეზონში ათეულში მოხვედრისთვის იბრძოლებს. ალბათ, ბევრი დაეთანხმება იტალიელი სპეციალისტის ამ სიტყვებს და იმის ილუზიაც აღარავის აქვს, რომ "მელიები" მომავალ სეზონშიც შეძლებენ ჩემპიონობისთვის ბრძოლას, მაგრამ ეს უკვე "ლესტერის" ყველაზე თავგადაკლულ გულშემატკივარსაც აღარ აღელვებს.

Sportall.Ge

მაგალითისთვის, როგორც "ლესტერისა" და მთლიანად ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ, ვეტერანმა გარი ლინეკერმა თქვა: "ღმერთმა ქნას, წელს "ლესტერი" ჩემპიონი გახდეს და მერე თუნდაც საერთოდ გაქრეს საფეხბურთო რუკიდან".

ლესტერშირის მერი აპირებს, ქალაქის რამდენიმე ქუჩას "ლესტერ სიტის" მწვრთნელისა და ფეხბურთელების სახელები დაარქვას. დღეს კი "ლესტერს" მოქმედი ლეგენდები ჰყავს - ფეხბურთელები, რომლებიც ლეგენდებად იქცნენ ლეგენდაში.

იო იაშვილი
სპეციალურად sportall.ge-სთვის
მკითხველის კომენტარები / 15 /
ნებისმიერ თამაშს ისე დაამთავრებენ როგორც ტოტალიზატორს აწყობს, ნარკო და იარაღის მაფიას გადაასწრო სპორტულმა მაფიამ,ყველა შეგუებულია ამას და არც ერთი წამყვანი ფეხბურთელი ხმამაღლა ამაზე არ ლაპარაკობს
გიორგი
04 მაისი 2016 17:24
0
სადღაა ნამდვილი ფეხბურთი და მართლაც სპორტული ჟინი, ყველაფერი ფულზე გაიყიდა
გიორგი
04 მაისი 2016 17:14
0
ნიკუნია მე ის გულშემატკივარი ვარ რომელიც სიმართლეს აღიარებს
გიორგი
04 მაისი 2016 17:10
0
გიორგი შენ ალბათ ის გულშემატკივარი ხარ მარტო გრანდების გამარჯვებას რომ აღიარებ
ნიკა
04 მაისი 2016 10:14
0
სანამ ტოტალიზატორი იქნება რეალურ ფეხბურთზე არც იფიქროთ, საზიზღარი მსახიობების სპეკტაკლებია და მეტი არაფერი
გიორგი
04 მაისი 2016 01:08
0
უყურებდით მაინც თამაშებს? მოწინააღმდეგე გუნდები იდგნენ კი არ დარბოდნენ, მსაჯების თავგადაკლულ და ზღვარს გადასულ დახმარებაზე რომ არაფერი ვთქვათ
გიორგი
04 მაისი 2016 01:05
0
ფულის გამარჯვება ფეხბურთზე! აი ეს კი მართალი და ჭეშმარიტი სათაური იქნებოდა! თქვენ ან გძინავთ ან არ გინდათ დაინახოთ რეალობა! სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს ჯერ მარტო სახელი რად ღირს მელიები)))
გიორგი
04 მაისი 2016 01:01
0
დონამო რომ ევროპის თასი მოიგო,მისი ბიუჯეტი დხევანდელ 800 მილიონ გირვანქას შეადგენდა (ინგლისელმა კომენტატორმა თქვა ტოტენჰემი -დინამოს მატჩის დროს 2 წლის წინ) თუ ფული არ არის თქვენ დაასკვენით!
Vova
03 მაისი 2016 19:35
0
"glaxuna"-ს. რა შუაშია რაგბი. მით უმეტეს, აქ კლუბზეა ლაპარაკი და რაგბიშიც ზუსტად ისევეა, როგორც ფეხბურთსა და სპორტის სხვა სახეობებში. თუ ფული არაფერ შუაშია, მამუკა გორგოძე და საქართველოს რაგბისტთა ნაკრების აბსოლუტური უმრავლესობა რატომ თამაშობს საფრანგეთში, ზოგიც რუსეთში?! დიახ ბატონო, სწორედ ფულის გამო. ასე რომ, შეეშვით ამ ზღაპრებს-"რაგბი ვაჟკაცების თამაში" და ა.შ. რაღაც ორი კინკილა გუნდი თამაშობს ამ რაგბს, ეგ არი რა.
ლევანი
03 მაისი 2016 17:00
0
გაიხსენეთ ბატონებო 70 წლების "ნოტინგემ ფორესტი" და დარწმუნდებით, რომ დიდი ფეხბურთი ფულია!!!! ჩადეთ "სამტრედიაში" 500 მლნ დოლარი და ნახაVტ, რომ "სამტრედია" ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია!!! ფეხბურთი - ფულია!!! უთხარით ეს ბიძოს !!!
pele
03 მაისი 2016 16:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული