"ლესტერის" ვიცე-პრეზიდენტი: თავიდან ვარდი ვარჯიშებზე მთვრალი მოდიოდა

AutoSharing Option
"ლესტერის" ვიცე-პრეზიდენტმა აიავატ შრივადხანაპრაბხამ გუნდის ფორვარდ ჯეიმი ვარდის შესახებ საინტერესო ამბავი გაიხსენა.

"თავიდან "ფლიტვუდ თაუნიდან" ვარდის აყვანის წინააღმდეგი ვიყავი. პირსონს და უოლშს რჩევა ვკითხე, სკაუტების შენიშვნები ვნახე და უკვე დავიწყე ფიქრი, რომ ეს კარგი ვარიანტი იქნებოდა, მაგრამ უნდა მეპასუხა კითხვაზე: როგორ შეიძლება გადაიხადო ფეხბურთელში მილიონი ფუნტი, რომელიც პრემიერლიგიდან არ არის?

აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში კლუბის ყველაზე სულელი მფლობელი ვიყავი. პირსონს და უოლშს ვკითხე: "ზედმეტი მილიონი ფუნტი რომ გვქონდეს ტრანსფერისთვის, ვის იყიდიდით?" მათ მიპასუხეს: "ვარდის!" მაშინ ვთქვი: "ვიმოქმედოთ!"

ფანების მხრიდან ბევრი კრიტიკა
იყო. მეუბნებოდნენ, რომ გავგიჟდი, რადგან ამხელა ფულს გაურკვეველ ფეხბურთელში ვიხდიდი.

მაშინ, მგონი, ვარდიმ არ იცოდა, რას ნიშნავს პრემიერლიგაში თამაში. როცა ვარდი ვიყიდეთ, ის მოვიდა ჩემთან და მადლობა გადამიხადა მის ცხოვრებაში შეტანილი ცვლილებისთვის, რადგან ჯეიმს ცხოვრებაში არ მიუღია ამდენი ფული.

ზუსტად ამიტომ მან დაიწყო ალკოჰოლის მიღება ყოველდღე. წარმოდგენა არ გვქონდა, რა უნდა გვექნა. თავიდან ამის შესახებ საერთოდ არ ვიცოდი, მაგრამ შემდეგ მითხრეს, რომ ჯეიმი კვლავ მთვრალი მოვიდა ვარჯიშზე.

მე ის სასაუბროდ დავიბარე: "გინდა, რომ შენი კარიერა ასე დასრულდეს? მაშინ გეტყვით, როდის დასრულდება შენი კონტრაქტი და თავისუფალი იქნები".

მან მიპასუხა, რომ ადრე ამდენი ფული არ უნახავს და არ იცის, რა უყოს. მე ვთხოვე მას, დაფიქრებულიყო, რა ოცნება ჰქონდა და რა შეეძლო მას მოეცა ჩემთვის იმ ფულის სანაცვლოდ, რაც მასში ჩავდე.

ამ საუბრის შემდეგ მან დალევა მიატოვა და ვარჯიშებზე ბევრს შრომობდა", - განაცხადა "ლესტერის" პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ჯეიმი ვარდი "ლესტერში" 2012 წლიდან თამაშობს.

მიმდინარე სეზონში 29 წლის ფეხბურთელმა 34 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა. "ლესტერი" კი ვადაზე ადრე პრემიერლიგის გამარჯვებული გახდა.

- როცა ადამიანის მთვარეზე გაფრენას უფრო ელოდნენ, ვიდრე "ლესტერის" ჩემპიონობას

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
აიავატ შრივადხანაპრაბხამ კარგი ინვესტიცია გააკეთა. მილიონიც დაიბრუნა და 190 მილიონი ფუნტიც მიიღო პრემიერლიგის მოგებისთვის. ლესტერი 608 მილიონი ლარის ექვივალენტს მიიღებს პრიზად. რამდენს მიიღებს საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდი?
ელგუჯა
07:13 05-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული