35 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან იწურება. ინგლისური მედიის ცნობით, "ჩელსი" ტერისთან ახალ შეთანხმებას აღარ გააფორმებს და კაპიტანიც კლუბსა და გულშემატკივრებთან გამოსამშვიდობებლად ემზადება.
ჯონ ტერი "ჩელსის" აღზრდილია და მის მთავარ გუნდში 1998 წლიდან გამოდის. 2000 წელს ის ორი თვით "ნოტინგემ ფორესტში" იჯარით თამაშობდა. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ტერიმ 23 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.