![](https://sportall.ge/pictures/image31/f8dc1626d188044676df2da720815ea5.jpg)
თვის საუკეთესო ფეხბურთელად "მანჩესტერ სიტის" ფორვარდი სერხიო აგუერო დასახელდა. აგუერომ 5 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა, აქედან სამი ლონდონის "ჩელსის" კარში.
საუკეთესო მწვრთნელი "ლესტერის" თავკაცი კლაუდიო რანიერი გახდა, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა 3 გამარჯვება და 1 ფრე მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ აგუეროსთვის მსგავსი ჯილდო კარიერაში მეოთხეა, ხოლო რანიერისთვის - სეზონში მესამე.